კოლუმბიაში საკალათბურთო გუნდი ავტოკატასტროფაში მოხვდა

19:18, 10.12.2018

კოლუმბიაში სამოყვარულო საკალათბურთო გუნდმა ავტოკატასტროფა განიცადა. ავტობუსის ავარიის შედეგად, 13 ადამიანი დაიღუპა, იტყობინება El Tiempo. ავტოსაგზაო შემთხვევა ქვეყნის დასავლეთით, იოტოკოს რაიონში მოხდა.

ავტობუსმა მართვა დაკარგა და გადაბრუნდა. კიდევ 20-მა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.
იტყობინებიან, რომ ავარიის მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო მუხრუჭების პრობლემა. პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

მსგავსი