კოლუმბიაში „ლივერპულის“ ფეხბურთელის მშობლები მოიტაცეს #1TVSPORT
კოლუმბიაში „ლივერპულის“ ფეხბურთელის მშობლები მოიტაცეს #1TVSPORT

„ლივერპულის“ შემტევი ნახევარმცველის, ლუის დიასის მშობლები კოლუმბიაში მოიტაცეს, – ამის შესახებ დაწერა კოლუმბიელმა ჟურნალისტმა, ვიკი დავილამ.

მისი მონაცემებით, დიასის მშობლები 28 ოქტომბერს მოიტაცეს. ინციდენტი 26 წლის ფეხბურთელის მშობლიურ ქალაქ ბარანკასში მოხდა.

მოგვიანებით დავილამ დაწერა, რომ ლუისის დედა მშვიდობიანად გაათავისუფლეს. საქმეს პოლიცია იძიებს, რომელიც მუშაობს იმაზე, რომ, რაც შეიძლება მალე დააბრუნოს დიასის მამა.