„კოლხეთმა“ „თელავი“ გიგი აბუაშვილის გოლით დაამარცხა #1TVSPORT
„კოლხეთმა“ „თელავი“ გიგი აბუაშვილის გოლით დაამარცხა #1TVSPORT

ფოთის „კოლხეთმა“ ეროვნულ ლიგაში „თელავს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით, 1:0 გაიმარჯვა.

პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. მთავარი ამბები შესვენების შემდეგ მოხდა. „თელავისგანელმა მცველმა, ებენეზერ კპოზომ საჯარიმოში ხელით ითამაშა და 77-ე წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გიგი აბუაშვილმა უნაკლოდ შეასრულა.

„თელავის“ მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა, „კოლხეთმა“ სეზონში მესამედ მოიგო და 11 ქულით „თელავს“ დაეწია, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მე-7 ადგილზე აინაცვლა, მეტოქე კი მე-8 საფეხურზე დააქვეითა.