„კოლხეთმა“ „სიონის“ ნახევარმცველები დაიმატა - ფოცხვერია ბათუმის ნაცვლად, ფოთში გადავიდა #1TVSPORT
„კოლხეთმა“ „სიონის“ ნახევარმცველები დაიმატა - ფოცხვერია ბათუმის ნაცვლად, ფოთში გადავიდა #1TVSPORT

ანტალიაში შეკრებაზე მყოფ ფოთის „კოლხეთი 1913“-ს ანატოლი მესიაჩენკო და ივანე ფოცხვერია შეუერთდნენ, – ინფრმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

ორივე ნახევარმცველია და ორივე გასულ სეზონში ბოლნისის „სიონში“ თამაშობდა. 21 წლის მესიაჩენკო სამტრდიელია და კარიერა 16 წლის ასაკში 2018 წელს „სამტრედიაში“ დაიწყო, 2022 წელს კი „სიონში“ გადავიდა. მას ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია.

ივანე ფოცხვერია 20 წლისაა. უკრაინაში დაბადებული ნახევარმცველი ჯერ ლუგანსკის „ზორიას“ აკადემიაში იზრდებოდა, ხოლო ქალაქის ოკუპაციის შემდეგ ზაპოროჟიეს „მეტალურგის“ აკადემიაში გადავიდა, შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდა და ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში ვარჯიშობდა. 2020-2021 წლებში ფოცხვერია საჩხერეს „ჩიხურაში“ თამაშობდა, „სიონში“ კი გასულ წელს გადავიდა.

იანვარში 20 წლის ნახევარმცველი ბათუმის „დინამოში“ მიიწვიეს და გუნდს თურქულ შეკრებაზეც ახლდა, მაგრამ საბოლოოდ, ეროვნული ლიგა 2-ში დაწინაურებულ ფოთის „კოლხეთი 1913“-ში აღმოჩნდა, რომელიც ასევე თურქეთში ემზადება და მისი ფორმა პირველად ხარკოვის „მეტალისტი 1925“-თან ამხანაგურ შეხვედრაში მოირგო.