„კოლხეთმა“ შეკრებაზე უზბეკური „ლოკომოტივი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
თურქულ შეკრებაზე ფოთის „კოლხეთმა“ მორიგი საკონტროლო შეხვედრა ტაშკენტის „ლოკომოტივთან“ გამართა და 1:0 გაიმარჯვა.
უზბეკური კლუბის კარში ერთადერთი გოლი საბა ფირანაშვილმა გაიტანა – ფოთელების შემტევმა ნახევარმცველმა „ლოკომოტივს“ 52-ე წუთზე შორეული ძლიერი დარტყმით გაუტანა.
„ლოკომოტივი“ (ტაშკენტი) – „კოლხეთი“ (ფოთი) 0:1
გოლი: 0:1 ფირანაშვილი (52).
„კოლხეთი 1913“: კოტლიაროვი, ზურაბიანი, ხარშილაძე, გიუნაშვილი, ახალაძე, ჯიჯავაძე, ფირანაშვილი, მოისწრაფიშვილი, აბუაშვილი, ფაჩულია, კლიმოვი.
შეცვლაზე შევიდნენ: ფაღავა, ერაძე, დათუაშვილი, შეყილაძე, ინაიშვილი, ხელაია, ხარებავა, ბართიშვილი, ჩიქოვანი, ჩიხრაძე.