„კოლხეთმა“ მზადება დაიწყო - სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება
„კოლხეთმა“ მზადება დაიწყო - სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება

ფოთის „კოლხეთმა“ სეზონისთვის მზადება დაიწყო და ბათუმის „დინამო 2“- თან ამხანაგური შეხვედრა გამართა.

ჭიაბერ ჭეჭელაშვილის მიერ მე-17 წუთზე გამოყენებელი პენალტით ფოთელებმა 1:0 გაიმარჯვეს. შევიტყვეთ, რომ გუნდში ახალი დირექტორის დანიშვნას ელიან. თუმცა, ეს საკითხი ჯერ გაურკვეველია.

სანამ გუნდი სეზონისთვის ემზადება, ფოთის ცენტრალური სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპი დასასრულს მიუახლოვდა. ამაზე გუნდის გამოქვეყნებული ფოტოკოლაჟი მეტყველებს: სტადიონზე აშენდა დასავლეთ ტრიბუნა, რომელიც გადახურულია და ინდივიდუალური სკამებიც დამონტაჟებულია, მოეწყო ვიპ და მედია-ლოჟები.

მაგრამ ჯერ კიდევ უცნობია, სეზონს გუნდი საკუთარ არენაზე დაიწყებს თუ სხვა სტადიონზე, რადგან მოსაპირკეთებელი სამუშაოები დასამთავრებელია და ახალდაგებული მოედნის საფარიც სასურველ მდგომარეობაშია მოსაყვანი.