“კოლხეთმა” “მერანს” მოუგო
“კოლხეთმა” “მერანს” მოუგო

ფოთის „პარკი არენაზე“ ეროვნული ლიგის პლეი-ოფის მატჩში ჩემპიონატის მეცხრეადგილოსანმა „კოლხეთმა“ ეროვნული ლიგა 2-ის მეორეადგილოსან მარტვილის „მერანს“ უმასპინძლა. 36-ე წუთზე ანგარიში ფოთელთა უკრაინელმა ალეკსანდრ დერებჩინსკიმ გახსნა 1:0. 41-ე წუთზე 37 ვეტერანმა დავით ბოლქვაძემ ულამაზესი გოლით “კოლხეთის” უპირატესობა ორამდე გაზარდა 2:0.

მარტვილელებმა ტაიმის ბოლო წუთებზე მთელი გუნდით შეუტიეს და 43-ე წუთზე თავი ამჯერად მათმა უკრაინელმა ლეგიონერმა, სერგეი ტრეტიაკმა გამოიჩინა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა – 2:1. საბოლოოდ, თამაში ასეც დასრულდა.

განმეორებითი შეხვედრა, მარტვილის ”მურთაზ ხურცილავას სახელობის” სტადიონზე, 3 დეკემბერს გაიმართება.