„კოლხეთმა“ ფრე ითამაშა - „შუქურა“ თურქეთში გაემგზავრა #1TVSPORT
„კოლხეთმა“ ფრე ითამაშა - „შუქურა“ თურქეთში გაემგზავრა #1TVSPORT

„ფოთის „კოლხეთი 1913“ ახალი სეზონისთვის ემზადება და გუნდმა დაგეგმილი ორი ამხანაგური მატჩიდან ერთი უკვე გამართა.

გია გიგატაძის გუნდმა „ფაზისის“ სტადიონზე ეროვნული ლიგა 2-ის ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა და მატჩი ფრედ დაასრულა. მასპინძლები მე-19 წუთზე პენალტით კაკუშაძემ დააწინაურა, მაგრამ 61-ე წუთზე გაზდელიანმა წონასწორობა აღადგინა.

„კოლხეთი“ 10 თებერვალს მეორე საკონტროლო მატჩს ზუგდიდის „დინამოსთან“ გამართავს – ეს მატჩი ფოთის ცენტრალური სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართება.

რაც შეეხება „შუქურას“, ამ მატჩის შემდეგ რევაზ გოცირიძის გუნდი ახალი სეზონისათვის მზადებას თურქეთში გააგრძელებს. გუნდი ზამთრის შეკრებაზე თურქეთის ქალაქ ლარაში გაემგზავრა და 17 თებერვლის ჩათვლით 4 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.