„კოლხეთმა“ ბურკინა-ფასოს ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა
„კოლხეთმა“ ბურკინა-ფასოს ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა

ეროვნული საფეხბურთო ლიგის ფოთის „კოლხეთმა” რამდენიმე ლეგიონერი დაიმატა. ერთ-ერთი მათგანი პატერსონ კაბორეა, რომელიც საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრების წევრია.

27 წლის ფლანგის შემტევი პატერსონი ბურკინა-ფასოდან არის და 2016 წელს ლანჩხუთის „გურიაში“ თამაშობდა, 2017 წელს კი ესპანეთის სეგუნდა ბ-ს „ელდენსეში“ ჩაატარა.

27 წლის თავდამსხმელი შარშან ბურკინა-ფასოს ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს, რომელიც ფიფა-ს რეიტინგში 58-ე ადგილზეა და 2017 წელს აფრიკის ერთა თასზე მესამე ადგილი დაიკავა. კოლხების ახალწვეულმა ნაკრებში სადებიუტო მატჩი 2017 წლის 24 მარტს მაროკოსთან (0:2) ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა.