„კოლხეთმა" ბოსნიელი თავდამსხმელი დაიმატა
„კოლხეთმა" ბოსნიელი თავდამსხმელი დაიმატა

ფოთის „კოლხეთმა” ნედო ტურკოვიჩი დაიმატა. 29 წლის თავდამსხმელი კლუბის ღირსებას სეზონის ბოლომდე დაიცავს,- ინფორმაცია პირველ არხს „კოლხეთის” მენეჯერმა, დავით ქარაულმა დაუდასტურა.

ნედო ტურკოვიჩი ბოსნიელია და უთამაშია „ტრავნიკში“, “ჟელეზნიჩისა” და სარაევოს „ოლიმპიაში”. კარიერის ძირითადი ნაწილი უცხოეთში გაატარა – მონტენეგროს „ლოვჩენში“, ყაზახურ “აკჟაიკში“, აზერბაიჯანულ „აზალსა” და სლოვენიურ „ბრეზიჩეში“. მისი ბოლო კლუბი უნგრული „ნეროჩა” იყო.

ქარაულის თქმით, „კოლხეთში” ლეგიონერებს კიდევ ელიან და აქვთ იმედი, რომ გუნდი ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს. 21 ტურის შემდეგ ფოთის „კოლხეთი” 8 ქულით ბოლო ადგილზეა.