„კოლხეთის“ სამი ფეხბურთელი საავადმყოფოდან გაწერეს
„კოლხეთის“ სამი ფეხბურთელი საავადმყოფოდან გაწერეს

გორთან, ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული „კოლხეთის“ სამი ფეხბურთელს საავადმყოფოდან გაწერეს.

„კოლხეთის“ პრესატაშეს, გია ეჯიბიას ცნობით, კლუბის ფეხბურთელების დაზიანებები სერიოზული არაა.

„ფოთის  „კოლხეთმა“ კვირას თბილისში ითამაშა. ამის შემდეგ ფეხბურთელებს ორდღიანი დასვენება ჰქონდათ. დღეს კი ხუთი ფეხბურთელი ფოთში ვარჯიშზე მიემგზავრებოდა. სამწუხაროდ, ვიცით, რომ ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა, ფეხბურთელების უმრავლესობას კი მცირე დაზიანებები აღენიშნებათ.

ისინი გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი მათგანი რჩება სამედიცინო დაწესებულებაში, სამი კი გაწერეს”, – ამბობს ეჯიბია.

საფეხბურთო კლუბ ფოთის „კოლხეთის“ ხუთი ფეხბურთელი დაშავდა გორთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ავარია ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.

მომხდარის შედეგად, დაიღუპა ავტომანქანის მძღოლი.

თვითმხილველების განცხადებით, ავტომანქანა, რომლითაც ფეხბურთელები მგზავრობდნენ, ბორდიურს შეეჯახა.