„კოლხეთი“ უმწვრთნელოდ დარჩა
„კოლხეთი“ უმწვრთნელოდ დარჩა

ფოთის „კოლხეთი 1913“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. ინფორმაცია კლუბის პრეს-ატაშემ, გია ეჯიბიამ გაავრცელა.

მისი ცნობით, „კოლხეთი 1913“-ის ხელმძღვანელობის, გენერალური დირექტორის, თემურ ბარქაიას და სპორტული დირექტორის, ლევან ჯღარკავას გადაწყვეტილებით, კონსტანტინე გალკინი გუნდიდან განთავისუფლებულია.

ეჯიბიას განცხადებაში მიზეზად მითითებულია გუნდის მიერ ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგები: პირველ ორ ტურში „კოლხეთმა“ ძალიან სუსტად ითამაშა და ორივე შეხვედრა წააგო – საჩხერეს „ჩიხურასთან“ 1:6, ხოლო „საბურთალოსთან“ – 1:4.

„კოლხეთი 1913“-ის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს დღეებში გაირკვევა.