„კოლხეთი“ არ აგებს, „სამგურალს“ მატჩი ჩაეშალა, „ლოკომოტივმა" აზერბაიჯანელებს მოუგო #1TVSPORT
„კოლხეთი“ არ აგებს, „სამგურალს“ მატჩი ჩაეშალა, „ლოკომოტივმა" აზერბაიჯანელებს მოუგო #1TVSPORT

ეროვნული ლიგის განახლებამდე გუნდები ამხანაგურ შეხვედრებს მართავენ. შეკრებაზე კარგად თამაშობს ფოთის „კოლხეთი“, რომელიც ლიგა 3-დან დაწინაურებას ცდილობს.

ფოთის „კოლხეთი 1913-მა“ ზუგდიდის „დინამოს“ საკუთარ სტადიონზე უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. მასპინძლებიდან გოლები კაკუშაძემ, კვანტალიანმა და ბერაიამ გაიტანეს, ხოლო ზუგდიდელებიდან თავი მალაზონიამ გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ გია გიგატაძის ხელმძღვანელობით „კოლხეთმა“ ლიგა 2-ის და ეროვნული ლიგის გუნდებთან ყველა შეხვედრა მოიგო.

თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს ევროთასებიდან გამოვარდნილი ორი გუნდი დაუპირისპირდა – გორის „დილამ“ საქართველოს თასის მფლობელ „გაგრას“ უმასპინძლა. გოლის გატანა ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა და საბოლოოდ, ფრე 0:0.

წყალტუბოს „სამგურალი“ შეკრებაზე საჩხერეში იმყოფება. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ ბოლნისის „სიონთან“ სპარინგი ივანწმინდაში დაგეგმა. მაგრამ საბოლოოდ, ამხანაგური შეხვედრა აღარ ჩატარდება.

მორიგი ტესტ-მატჩი გამართა „ლოკომოტივმა“, რომელმაც აზერბაიჯანულ „საბაილს“ საგურამოში უმასპინძლა და ირაკლი სიხარულიძისა და ნიკა სანდოხაძის გოლებით 2:0 დაამარცხა.