„კოლხეთი 1913“ თურქეთში გაემგზავრა - ფოთელები ხუთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ #1TVSPORT
„კოლხეთი 1913“ თურქეთში გაემგზავრა - ფოთელები ხუთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ #1TVSPORT

დღეს ფოთის „კოლხეთი 1913“ თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა, სადაც მოსამზადებელ შეკრებას გამართავს.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, „კოლხეთი 1913“ ანტალიაში დაბინავდება, სადაც მოსამზადებელი ეტაპი 19 თებერვლამდე გაგრძელდება. გუნდი ახალი სეზონისათვის მზადების პროგრამით 5 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.

ფოთელები თურქეთში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრნენ:

მეკარეები: იაროსლავ კოტლიაროვი, ლუკა ხარშილაძე, არტიომ ფასტოვი.

მინდვრის მოთამაშეები: ნიკა გაბელაია, ზურაბ ჯაფიაშვილი, ბექა ხარშილაძე, დათო მეგრელიშვილი, გიორგი ახალაძე, ნიკა გოგებაშვილი, გიორგი მესხი, დემეტრე ციკოლია, ლუკა ტორონჯაძე, ლაშა გვალია, დემეტრე გვასალია, გიორგი ხინთიბიძე, ლუკა ქადარია, მამუკა კაპანაძე, კოკა გიუნაშვილი, გიორგი რობაქიძე, დათა სიჭინავა, დავით კრასოვსკი, ვალერი ოლხოვი, დავით ზურაბიანი, მამია გავაშელიშვილი.