„კოლხეთი 1913“ სპარინგები შეათანხმა - ფოთში ახალწვეული დაიმატეს
„კოლხეთი 1913“ სპარინგები შეათანხმა - ფოთში ახალწვეული დაიმატეს

ფოთის „კოლხეთი 1913“ 2020 წლის სეზონისათვის მზადებას განაგრძობს. გუნდის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, „კოლხეთი“ 16 თებერვალს 12-დღიან შეკრებაზე ურეკში გაემგზავრება.

მანამდე ფოთელები ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ: პირველ თებერვალს წყალტუბოში „სამგურალთან” ოთხ თებერვალს ფოთში ლანჩხუთის „გურიასთან”, შვიდ თებერვალს მარტვილში „მერანთან”, 13-ში კი ფოთში ხობის „კოლხეთთან”. ოთხივე შეხვედრა 14 საათზე დაიწყება. ფოთში ჩასატარებელი ორივე ამხანაგური მატჩი ქალაქის პარკი-არენას სათადარიგო მოედანზე გაიმართება.

რაც შეეხება შევსებას, გუნდმა შემდეგი ფეხბურთელები დაიმატა: თბილისის „ლოკომოტივიდან” ლაშა გვალია, „საბურთალოდან” გიორგი ნაფიშვილი, „ცხინვალიდან” ნიკოლოზ გაბელაია, სენაკის „ეგრისიდან” ლაშა გოგონაია, „სამტრედიიდან” აკაკი ნინუა, გიორგი თურმანიძე, ვალერი ოლხოვი, „სამგურალიდან” ბექა კაკუშაძე, ქედის „ბეთლემიდან” გიორგი კახიანი, „გორიდან” გიორგი ტყეშელაშვილი, „ბახმაროდან” გიორგი კაშია და „გურიადან” – ლაშა კოტრიკაძე.

სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ ფოთელთა ხელმძღვანელობა შეუთანხმდა გამოცდილ დავით მეგრელიშვილს, რომელიც ფოთის საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და 2020 -ის სეზონს „კოლხეთი 1913″-ში გაატარებს. ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში იგი საჩხერის „ჩიხურას” ღირსებას იცავდა.