„კოლხეთი 1913“ სეზონისთვის ურეკში ემზადება
„კოლხეთი 1913“ სეზონისთვის ურეკში ემზადება

ფოთის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი 1913“ სეზონის განახლებისთვის ემზადება. გუნდი ურეკში გაემგზავრა, სადაც ათდღიან შეკრებას გაივლის.

გუნდის პრეს-სამსახურის ცნობით, სეზონისათვის მზადების ფარგლებში ფოთელებმა ორი ამხანაგური შეხვედრა დაგეგმეს. „კოლხეთი 1913“-მა პირველი სპარინგი ზუგდიდის „ოდიშთან“ გამართა და დიდი ანგარიშით, 6:1 დაამარცხა მეტოქე.

მეორე საკონტროლო მატჩი „კოლხეთი 1913“-მა სენაკის „ეგრისთან“ დაგეგმა. ეროვნული ლიგა3-ის გათამაშება 27 ივლისს განახლდება, ფოთელები სტუმრად ლანჩხუთის „გურიას“ წინააღმდეგ ითამაშებენ.