„კოლხეთი 1913“ სეზონისათვის მზადებას იწყებს
„კოლხეთი 1913“ სეზონისათვის მზადებას იწყებს

Covid-19-ით გამოწვეული პაუზის შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ლიგა-3 განახლების თარიღი დაასახელა – ტურნირი 27 ივლისს განახლდება.

ფოთის „კოლხეთი 1913“ სეზონისათვის მზადებას უკვე შეუდგა – გუნდის ხელმძღვანელობამ რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა დაგეგმა. გუნდი წყალტუბოში „სამგურალს“ ესტუმრება და პირველ მატჩს გამართავს.

ეროვნული ლიგა-3 ორ წრედ ჩატარდება.

მეორე ტურის შეხვედრას ფოთელები სტუმრად ლანჩხუთის „გურიას“ წინააღმდეგ ჩაატარებენ – ტრადიციული მეტოქეები ერთმანეთს 27 ივლისს ლანჩხუთის „ევგრაფი შევადრნაძე არენაზე“ დაუპირისპირდებიან..

ფოთის „კოლხეთი 1913“-მა ერთი შეხვედრა ჩაატარა – 10 მარტს საკუთარ მოედანზე „სპაერი“ მიიღო და 1:1 ითამაშა. ამის შემდეგ სეზონი შეჩერდა.