„კოლხეთი 1913“-ს ზაზა ინაშვილი უხელმძღვანელებს
„კოლხეთი 1913“-ს ზაზა ინაშვილი უხელმძღვანელებს

საფეხბურთო კლუბ „კოლხეთი 1913“-ს ახალი დირექტორი ჰყავს – კლუბის ხელმძღვანელად ზაზა ინაშვილი დაინიშნა, რომელიც „კოლხეთის“ ყოფილი მოთამაშე და მთავარი მწვრთნელია.

„იგი ბოლო წლებია ბიზნესით არის დასაქმებული და ფეხბურთს ჩამოშორებული იყო, თუმცა გუნდში არსებული ვითარებას კარგად იცნობდა. „კოლხეთი 1913“-ში არსებული უმწვავესი მდგომარეობის მიუხედევად იგი ეცდება საქმის უკეთესობისაკენ შემოტრიალებას, რაშიც გვინდა წარმატება ვუსურვოთ მას. ეს უცილობლად წაადგება ქართული ფეხბურთის აკვნად წოდებულ, ჩვენი ქალაქის პირველ გუნდს“, – წერია „კოლხეთი 1913“-ის განცხადებაში.

ზაზა ინაშვილმა „კოლხეთი 1913“-ის დირექტორის პოსტზე ნიკო ჯაში შეცვალა, რომელიც კლუბს 2019 წლის დასაწყისიდან ხელმძღვანელობდა.