„კოლხეთი 1913“-ს წელს მწვრთნელი მეოთხედ შეეცვალა - ფოთში რუსი სპეციალისტი დაბრუნდა
„კოლხეთი 1913“-ს წელს მწვრთნელი მეოთხედ შეეცვალა - ფოთში რუსი სპეციალისტი დაბრუნდა

ფოთის „კოლხეთი 1913“-ის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვიქტორ დემიდოვი დაბრუნდა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, „კოლხეთი 1913”-ში დაბრუნებულმა რუსმა სპეციალისტმა გუნდი უკვე ავარჯიშა.

შეგახსენებთ, თავიდან გუნდს რუსი მწვრთნელი კონსტანტინ გალკინი ავარჯიშებდა, მაგრამ ორი ტურის შემდეგ მან პოსტი დატოვა და დემიდოვმა შეცვალა. მეორე წრეში „კოლხეთი 1913“ იტალიელმა სპეციალისტმა რობერტო ლანდიმ ჩაიბარა და ერთ თვეში ისიც წავიდა.

24 აგვისტოდან გუნდს დროებით ნუგზარ თვარაძე ავარჯიშებდა. ეროვნული ლიგის ბოლო ორ ტურში „კოლხეთი“ მოედანზე მთავარი მწვრთნელის რანგში სწორედ მას გაჰყავდა.

დატოვე კომენტარი