„კოლხეთი 1913“-ს კრასოვსკი გაწვრთნის
„კოლხეთი 1913“-ს კრასოვსკი გაწვრთნის

ფოთის „კოლხეთი 1913“-ში საკადრო ცვლილებები მოხდა. კლუბის დირექტორად გიორგი ჩადუნელი დაინიშნა, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში გუნდში ტრანსფერებისა და ლიცენზირების მენეჯერის პოსტზე საქმიანობდა.

ცვლილებები „კოლხეთი 1913“-ის სამწვრთნელო შტაბსაც შეეხო – მთავარი მწვრთნელად ფოთელთა 19-წლამდელთა გუნდის დამრიგებელი გიორგი კრასოვსკი დაინიშნა, რომლის კარიერაც „კოლხეთს“ უკავშირდება. მას ასევე უთამაშია სომხეთის, ირანისა და უზბეკეთის ჩემპიონატებში. კრასოვსკის ასისტენტად ლაშა ჯახია იმუშავებს, რომელიც ბოლო პერიოდში „დინამო თბილისის“ აკადემიაში მუშაობდა.

„კოლხეთი 1913“ უკვე შეუდგა მზადების საწყის ეტაპს – შემადგენლობაში ძირითადად ადგილობრივი ფეხბურთელები არიან, რომლებიც მალთაყვის ტერიტორიაზე ვარჯიშობენ.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, „კოლხეთი“ გაძლიერებას აპირებს – უახლოეს დღეებში გუნდს ოთხი ფეხბურთელი შეუერთდება: ლევან კაკულია, გიორგი კაშია, ბექა კაკუშაძე და ხუან ვარგასი.