„კოლხეთი 1913“-მა ამხანაგური მატჩი მოიგო - გუნდში ახალი სპონსორი ვალდებულებებით მოვიდა #1TVSPORT
„კოლხეთი 1913“-მა ამხანაგური მატჩი მოიგო - გუნდში ახალი სპონსორი ვალდებულებებით მოვიდა #1TVSPORT

მოსამზადებელ ეტაპზე ფოთის „კოლხეთი 1913“-მა მორიგი საკონტროლო შეხვედრა ზუგდიდის „დინამოსთან“ გამართა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს კაკუშაძემ გაიტანა.


ამხანაგური მატჩი

„კოლხეთი 1913“ – „ზუგდიდის დინამო“ 1:0


გოლი: 1:0 კაკუშაძე (43).

კოლხეთი 1913: ნანავა, გაბელაია, ბერაია, ნაფიშვილი, ძაძამია, სიჭინავა, გაბისკირია, კუპრავა, კაკუშაძე, ჯიჯავაძე, მუმლაძე.

მეორე ნახევარში შევიდნენ: ქადარია, დვალიშვილი, ჩალიგავა, გვასალია, ლომაძე.


ამავე დროს, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გუნდში ახალი სპონსორი უკვე მოვიდა, რომელმაც „კოლხეთი 1913“-ის მომავალზე ვალდებულება აიღო.

„გუნდში მოვიდა ახალი სპონსორი, რომელსაც ექნება ვალდებულება, რომ ყოველწლიურად მინიმუმ 400 000 ლარის ინვესტირება მოახდინოს და ფოთის „კოლხეთი“ სამ წელიწადში უმაღლეს ლიგაში გადავიდეს. ასევე, დაწყებულია მინდვრის საფარის მოწესრიგების სამუშაოებიც“, – წერია კლუბის გვერდზე გავრცელებულ ცნობაში.