„კოლხეთი 1913“-ის კაპიტანმა გულშემატკივრებს მოუბოდიშა - სამწუხაროდ, მიზანს ვერ მივაღწიეთ
„კოლხეთი 1913“-ის კაპიტანმა გულშემატკივრებს მოუბოდიშა - სამწუხაროდ, მიზანს ვერ მივაღწიეთ

ეროვნული ლიგა 2-ის გადასასვლელი პლეი ოფის პირველ მატჩში ფოთის „კოლხეთი 1913“ გასვლაზე „ვიტ ჯორჯიასთან“ 0:1 დამარცხდა, საშინაო არენაზე იგივე ანგარიშით დაამარცხა და საბოლოოდ, საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომელშიც „ვიტ ჯორჯიამ“ 4:3 გაიმარჯვა და შემდეგ სეზონშიც ეროვნულ ლიგა 2-ში იასპარეზებს.

ფოთის „კოლხეთი 1913“-ის კაპიტანმა, ლაშა გვალიამ გულშემატკივრებს მიმართა – გამოცდილმა ნახევარმცველმა, რომელიც გუნდში დაწინაურების იმედად დაბრუნდა, გულისტკივილი გამოხატა, „კოლხეთმა“ ლიგა 2-ში თამაშის უფლება რომ ვერ მოიპოვა.

„ძალიან მიჭირს ამ ტექსტის დაწერა. სიტყვებით ძნელია ემოციების გადმოცემა, უპირველესად, მადლობა ჩემი გუნდის წევრებს, ვინც მთელი სეზონის განმავლობაში მაქსიმუმი გაიღო, რომ დასახული მიზნისათვის მიგვეღწია – სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით. ბოდიში მინდა მოგიხადოთ ამ შედეგისთვის ფოთელ გულშემატკივრებს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც გვერდით გვედგა არა მარტო გუშინდელ თამაშზე, არამედ მთელი სეზონის განმავლობაში. მიმაჩნია, რომ ჩვენს მხარეს არ იყო იღბალი და არ გაგვიმართლა, ვერ მივაღწიეთ იმ მიზანს, რისთვისაც ჩემს ქალაქში დავბრუნდი, დარწმუნებული ვარ, მალე ღმერთის წყალობით და მთლიანად გუნდის ძალისხმევით, „კოლხეთი“ მიზანს მიაღწევს და უმაღლეს ლიგას დაუბრუნდება“, – წერს ლაშა გვილია.