„კოლხეთი 1913“ - იმედს ვიტოვებთ, რომ ქალაქის ხელმძღვანელობის თანადგომით გადაილახება გუნდის წინაშე არსებული ყველა ბარიერი
„კოლხეთი 1913“ - იმედს ვიტოვებთ, რომ ქალაქის ხელმძღვანელობის თანადგომით გადაილახება გუნდის წინაშე არსებული ყველა ბარიერი

ფოთის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთი 1913“-ში შექმნილი მწვავე ფინანსური პრობლემების გამო, გუნდს მსოფლიო უმაღლესი საფეხბურთო ორგანიზაცია „ფიფასგან“ (FIFA) სანქცია – სატრანსფერო საქმეების წელიწადნახევრიანი აკრძალვა ემუქრებოდა. აღნიშნული სანქცია ამოქმედდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი კლუბი ვერ მოახერხებდა ბურკინა-ფასოელი ლეგიონერის, პატერსომ კაბორეს დავალიანების დაფარვას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გუნდმა დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა.

„დღეს, გუნდს შეუძლია განაცხადოს, რომ ეს უკანასკნელი პრობლემა მოხსნილია, თუმცა 15 ივლისამდე გადასახდელია კიდევ ხუთი ფეხბურთელის დავალიანება, რომლებსაც უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დაემატება. იმედს ვიტოვებთ, რომ ქალაქის ხელმძღვანელობის თანადგომით გადაილახება გუნდის წინაშე არსებული ყველა ბარიერი და „კოლხეთი 1913“ გააგრძელებს ნორმალურ რეჟიმში მუშაობას, რაც ესოდენ აუცილებელია გუნდისათვის, რათა სპორტული შედეგები, რომელიც ბოლო პერიოდში წარმატებულია, კვლავაც გაგრძელდეს და გუნდმა მომავალი სეზონიდან მიზნად დაისახოს, დაიბრუნოს ადგილი ქართული ფეხბურთის ელიტაში“, – აღნიშნულია ფოთის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთი 1913“-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.