„კოლხეთი 1913“ გაძლიერებას გეგმავს
„კოლხეთი 1913“ გაძლიერებას გეგმავს

საფეხბურთო კლუბმა ფოთის „კოლხეთი 1913“-მა გასული სეზონი ჩააგდო და 2020 წლის სეზონში ეროვნულ ლიგა 3-ში იასპარეზებს.

გუნდი 20 იანვრიდან ფოთში შეიკრიბება და ვარჯიშს განაახლებს. ამ პერიოდში „კოლხეთი 1913“ წინასასეზონო შეკრების წინ რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გეგმავს: 25 იანვარს გუნდი ურეკში ქობულეთის „შუქურას“ შეხვდება, პირველ თებერვალს წყალტუბოში „სამგურალს“ დაუპირისპირდება, ხოლო 7 თებერვალს მარტვილში – „მერანს“.

ფოთელთა ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, „კოლხეთი 1913“-ის ხელმძღვანელობა გაძლიერებას აპირებს და ამ მიზნით, ფეხბურთელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ საფეხბურთო კლუბს სავარჯიშო-სპორტული ფორმით სამკერვალო ფაბრიკა ,,აჭარა-ტექსტილი” უზრუნველყოფს. ეს ის კომპანიაა, რომლის ფორმითაც არაერთი ცნობილი გუნდი და ეროვნული ნაკრები იმოსება – მათ შოირს, ხორვატიისა და იტალიის ეროვნული გუნდები.

დატოვე კომენტარი