„კოლხეთი 1913“ გაძლიერდა - ფოთელთა სამწვრთნელო შტაბში ნაკრების ყოფილი მცველი იმუშავებს #1TVSPORT
„კოლხეთი 1913“ გაძლიერდა - ფოთელთა სამწვრთნელო შტაბში ნაკრების ყოფილი მცველი იმუშავებს #1TVSPORT

ფოთის „კოლხეთი 1913-ში“, რომელიც 2022 წლის სეზონისათვის ემზადება, საკადრო სიახლეებია – გუნდის შემადგენლობა საგრძნობლად გაძლიერდა, ერთ-ერთ მწვრთნელად კი საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშე მიიწვიეს.

„კოლხეთი 1913“ ფოთის ცენტრალური სტადიონის სათადარიგო, ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვარჯიშობს. სამწვრთნელო შტაბს ასისტენტის რანგში დაემატა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი დავით კვირკველია, რომელმაც კარიერა სწორედ ფოთის „კოლხეთში“ დაიწყო.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, სეზონის დასაწყისიდან გუნდის რიგებში იასპარეზებენ ბექა გაბისკირია, დათა სიჭინავა, გიორგი კახელიშვილი (სამივე – ბოლნისის „სიონიდან“), ლუკა შეროზია ( ქობულეთის „შუქურა“), დიმიტრი ტატანაშვილი („თბილისი სიტი“), თორნიკე მუმლაძე („გაგრა“) და შაკო დვალიშვილი („საბურთალო 2“).

გუნდის ხელმძღვანელობა კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის მიწვევას გეგმავს, რომლებთანაც მოლაპარაკება მიმდინარეობს. ამავე დროს, გაირკვა, რომ გუნდში ახალი სპონსორის მისვლას ელიან, რომლის შესახებაც გუნდი ოფიციალური განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.