კოკო გაუფი წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენი გახდა #1TVSPORT
კოკო გაუფი წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენი გახდა #1TVSPORT

ამერიკულმა ჟურნალმა Forbes-მა წარმოადგინა 2024 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენების რეიტინგი.

სიას სათავეში ჩაუდგა ამერიკელი ჩოგბურთელი კოკო გაუფი, რომელმაც კორტზე 9.4 მილიონი გამოიმუშავა, კორტის მიღმა კი 25 მილიონი.

საუკეთესო სამეულში მოხვდა ჩინელი ფრისტაილისტი ეილინ გუ, რომლის წლიური შემოსავალი თითქმის 100 პროცენტით დამოკიდებულია სარეკლამო კონტრაქტებზე.

2024 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენების TOP10:

  1. კოკო გაუფი (ჩოგბურთი) – 34,4 მლნ (9,4+25)
  2. იგა შვიოტეკი (ჩოგბურთი) – 23,8 მლნ (8,8+15)
  3. ეილინ გუ (ფრისტაილი) – 22,1 მლნ (0,1+22)
  4. კინვენ ჟენგი (ჩოგბურთი) – 20,6 მლნ (5,6+15)
  5. არინა საბალენკა (ჩოგბურთი) – 18,7 მლნ (9,7+9)

6-7. ნაომი ოსაკა (ჩოგბურთი) – 12,9 მლნ (0,9+12)

6-7. ემა რადუკანუ (ჩოგბურთი) – $12,9 მლნ (0,9+12)

  1. ნელი კორდა (გოლფი) – $12,5 მლნ (4,5+8)
  2. ვინუს უილიამსი (ჩოგბურთი) – $12,1 მლნ (0,1+12)

10. სიმონა ბაილზი (ტანვარჯიში) – $11,2 მლნ (0,2+11)