კოხრეიძე „გრენობლის“ განაცხადში მოხვდა, მაგრამ არ უთამაშია #1TVSPORT
კოხრეიძე „გრენობლის“ განაცხადში მოხვდა, მაგრამ არ უთამაშია #1TVSPORT

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-9 ტურში „გრენობლმა“ „ნანსის“ უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. გუნდის განაცხადში იყო გიორგი კოხრეიძე, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა – ქართველი თავდამსხმელი სკამზე დარჩა.

გიორგი კოხრეიძე „გრენობლის“ სამატჩო განაცხადში პირველად მოხვდა დებიუტის მოლოდინში იყო – „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი და ყოფილი კაპიტანი ფრანგულ კლუბში ივნისში გადავიდა და სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისთვის ეს პირველი უცხოური კლუბია. 22 წლის ფეხბურთელი „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია და სხვა კლუბში არც უთამაშია.

მაგრამ 22 წლის თავდამსხმელს ტრანსფერის დროს კოხრეიძეს მძიმე ტრავმას ირჩენდა და საფრანგეთში მისი გადასვლა ისე გადაწყდა, მხოლოდ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა. საწყისი ტურის მატჩები ამიტომ გამოტოვა და როგორც ჩანს, ჯერ სასურველ კონდიციებში არაა.

საფრანგეთის ლიგა 2-ში გამართული 9 ტურის შემდეგ „გრენობლმა“ 7 ქულა დააგროვა და კიდევ ორ გუნდთან ერთად მეცამეტე-მეთხუთმეტე ადგილებს იყოფს.