კოჯორში ქართულ ჭიდაობაში ტრადიციული ტურნირი „თუშის თასი“ გაიმართა #1TVSPORT
კოჯორში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართულ ჭიდაობაში გურამ თუშიშვილის სახელობის ტურნირი ჩატარდა.
ასპარეზობები სამ წონით კატეგორიაში გაიმართა. აბსოლუტური ჩემპიონი კი გიორგი ჩაგელიშვილი გახდა. ღონისძიებას მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონთან, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონთან და საქართველოს სამგზის ფალავანთან, გურამ თუშიშვილთან ერთად, ქართული ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები და სპორტის გულშერმატკივრები ესწრებოდნენ.
ტრადიციული შეჯიბრება 2017 წლიდან ტარდება და მასში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული გამორჩეული ფალავნები მონაწილეობენ.
„თუშის თასი“ მთაწმინდის რაიონის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა, ტურნირის მიზანი ქართული ჭიდაობის პოპულარიზაცია და ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერაა.