კოდი გაკპო, შეიძლება, „ტოტენჰემში“ გადავიდეს #1TVSPORT

16:22, 14.08.2026

ნიდერლანდების ნაკრების ფორვარდის, კოდი გაკპოს „ლივერპულიდან“ „ტოტენჰემში“ გადასვლა სულ უფრო რეალური ხდება. გარიგების ყველა მხარე თითქმის დარწმუნებულია, რომ ტრანსფერი განხორციელდება, – ამის შესახებ წერს გამოცემა Football International-ის ჟურნალისტი იოსტ ბლაუვჰოფი.

ამასთან, „ლივერპულს“ ჯერ არ გამოუცხადებია თანხმობა 27 წლის ნიდერლანდელის გაშვებაზე. „ტოტენჰემის“ მთავარ მწვრთნელს, რობერტო დე ძერბის კი ჯერ არ უთქვამს გაკპოს გაფორმების იდეაზე უარი და ითხოვს აღნიშნულ ტრანსფერს. ბლაუვჰოფის ინფორმაციით, გარიგების განხორციელების ალბათობა საკმაოდ მაღალია.

2025-26 წლების სეზონში გაკპომ პრემიერლიგაში 36 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ნიდერლანდელს ორი გოლი და ორი შედეგიანი პასი ჰქონდა ჩემპიონთა ლიგის 11 მატჩში.

მსგავსი