კობის ოსკარზეც დააფასებენ
კობის ოსკარზეც დააფასებენ

მსოფლიო კობი ბრაიანტს გლოვობს. კალათბურთის ლეგენდა 41 წლის ასაკში 26 იანვარს ავიაკატასტროფაში 13 წლის ქალიშვილ ჯანასთან და შვიდ ადამიანთან ერთად დაიღუპა.

კვირას გამართული გრემის დაჯილდოება კობისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით გაიხსნა. ალიშა ქისმა და ჯგუფა „ბოიზ თუ მენ” ბრაიანტს კომპოზიციაც მიუძღვნეს. როგორც ცნობილი ხდება, ამერიკის კინოაკადემია ლეგენდარული კალათბურთელისათვის პატივის მიგებას ოსკარის ცერემონიაზე აპირებს.

შეგახსენებთ, რომ კობიმ ოსკარის მიღებაც მოასწრო. 2018 წელს მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმისთვის „ძვირფასო კალათბურთო”.

რიგით 92-ე ოსკარის დაჯილდოების ცერემონია ცხრა თებერვალს გაიმართება.

დატოვე კომენტარი