კობის მემორიალთან მიტანილ ყველა ნივთს ბრაიანტების ოჯახს გადასცემენ

12:59, 03.02.2020

კობი ბრაიანტის მეუღლე ვანესა ბრაიანტი ტრაგიკულად გარდაცვლილი მეუღლის მემორიალთან მიტანილი ყველა ნივთის შენახვას და ოჯახისთვის გადაცემას ითხოვს. „ლეიკერსის“ საშინაო არენასთან ფანებმა უამრავი ნივთი მიიტანეს.

„ვანესა ბრაიანტს სურს, მემორიალთან მიტანილი ყველა ნივთი შეინახოს. ამ სურვილს, რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებლად ავუსრულებთ. ყველა ნივთი, რომელიც „სტეიპლს ცენტრთან“ არის, ბრაიანტების ოჯახს სპეციალური კონტეინერით გადაეცემა. თაიგულებს კი არენის გარშემო გავანაწილებთ“, – განაცხადა სტეიპლს ცენტრის პრეზიდენტმა ლი ზეიდმანმა.

მსგავსი