კობის გარდაცვალების შემდეგ, შაკილ ო'ნილს უძილობა აწუხებს
კობის გარდაცვალების შემდეგ, შაკილ ო'ნილს უძილობა აწუხებს

შაკილ ო’ნილმა განაცხადა, რომ ლეგენდარული კალათბურთელისა და მისი უახლოესი მეგობრის კობი ბრაიანტის ტრაგიგული სიკვდილის შემდეგ, მას ძილთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსის“ ჟურნალისტი მარკ შტეინი ავრცელებს.

„მას შემდეგ ვერ ვახერხებ ნორმალურად დაძინებას. გარკვეული პერიოდი დამჭირდება, იმისათვის, რომ ცხოვრების ჩვეულ რითმს დავუბრუნდე. ჩემთვის უმძიმესი დღეები არ დასრულებულა.”

კობი ბრაიანტმა და შაკილ ო’ნილმა ერთად სამჯერ მოახერხეს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.