კობის დასაფასებლად ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ ყველა ვარსკვლავის მატჩის წესები შეცვალა

20:00, 31.01.2020

ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციას ყველა ვარსკვლავის მატჩის სტრუქტურაში ცვლილებები კობი ბრაიანტის პატივსაცემად შეიტანა.

მატჩის პირველი სამი პერიოდი 0:0-დან დაიწყება და თითოეულ მათგანში გამარჯვებული გამოვლინდება. მეოთხე მეოთხედში კი, მართლაც რომ განსაკუტრებული რამ მოხდება ! დროის ხანგრძლივობა შეზღუდული არ იქნება და გაგრძელდება მანამდე სანამ რომელიმე გუნდი 24 ქულას არ დააგროვებს.

მაგალითისთვის, თუ ბოლო პერიოდის დაწყებამდე პირველი გუნდის სასარგებლოდ ანგარიში 100:95 იქნება, მატჩის გამარჯვებული გახდება გუნდი, რომელიც პირველი დააგროვებს 124 ქულას [კობის სათამაშო ნომრის, 24-ის პატივსაცემად].

თითოეულ პერიოდში გამარჯვებისთვის გუნდები $100 ათასს ამერიკულ დოლარს მიიღებენ და ამ თანხას მათ მიერვე შერჩეულ საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაურიცხავენ.

NBA-ის ALL-Star-ის გამარჯვებული გუნდი კი $200 ათასს ამერიკულ დოლარს გამოიმუშავებს და ეს თანხაც, ქველმოქმედებას მოხმარდება.

მსგავსი