კობის და ვანესას შეთანხმება ჰქონდათ, რომ ვერთმფრენით ერთად არასოდეს იფრენდნენ
კობის და ვანესას შეთანხმება ჰქონდათ, რომ ვერთმფრენით ერთად არასოდეს იფრენდნენ

მსოფლიო სპორტის სამყარო კობი ბრაიანტს გლოვობს. კალათბურთის ლეგენდა თავის 13 წლის ქალიშვილ ჯანასთან ერთად 26 იანვარს ავიაკატასტროფაში დაიღუპა. კობის მეუღლე ვანესა ბორტზე არ იმყოფებოდა.

როგორც ამერიკული მედია იუწყება, კობის და ვანესას ვერთმფრენით ერთად არასოდეს უფრენიათ. მათ არ სურდათ, რომ შესაძლო კატასტროფის შემთხვევაში შვილები მშობლების გარეშე დარჩენილიყვნენ.