კობის ბოლო ფოტო ტრაგედიამდე
კობის ბოლო ფოტო ტრაგედიამდე

როდესაც 13 წლის ბრედი სმაიგიელმა თავის საყვარელ კალათბურთელ კობი ბრაიანტთან ერთად ეს სელფი გადაიღო, ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ეს სურათი ლეგენდარული კალათბურთელისთვის უკანასკნელი გახდებოდა. ფოტოს გადაღებიდან მეორე დღეს ლოს ანჯელესში საშინელი ტრაგედია დატრიალდა, რომელსაც კობი ბრაიანტი, მისი ქალიშვილი ჯანა და კიდევ შვიდი ადამიანი ემსხვერპლა.

„შავი მამბას” ახალგაზრდა ფანი „მამბას თასზე” იღებდა მონაწილეობას. შეხვედრას კობი ბრაიანტიც დაესწრო და, რა თქმა უნდა, პატარა გულშემატკივარმა მომენტი არ გაუშვა ხელიდან რომ მისი კერპისთვის ფოტო გადაეღო.