კობიაშვილმა ფიფას სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
კობიაშვილმა ფიფას სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ლევან კობიაშვილმა ფიფას პრეზიდენტის მიერ გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა,

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ მონაწილეებს COVID-19-თან დაკავშირებით ფიფას გადაწყვეტილებების შესახებ უახლესი ინფორმაცია მიაწოდა. ფედერაციების ხელმძღვანელებმა კი, ფიფას წარმომადგენლებს საკუთარ ქვეყანაში პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარება გააცნეს.

ლევან კობიაშვილმა მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში პროფესიული და სამოყვარულო საფეხბურთო ლიგების აღდგენის შესახებ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია რეგულარულად განაგრძობს კონსულტაციებს COVID-19-თან დაკავშირებული ვითარების შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით, როგორც ფიფას-თან, ისე უეფასთან.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად, ვიდეო კონფერენციაში მონაწილეობდნენ –  გერმანიის, ავსტრიის, ლიხტენშტეინის და ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციების ხელმძღვანელები. ასევე ფიფას წარმომადგენლები, მათ შორის, გენერალური მდივანი ფატმა სამურა და გენერალური მდივნის მოადგილე მატიას გრაფსტრიომი.