კობიაშვილმა ჩეფერინის არჩევა მიულოცა - საქართველომ მას წელსაც მხარი დაუჭირა
კობიაშვილმა ჩეფერინის არჩევა მიულოცა - საქართველომ მას წელსაც მხარი დაუჭირა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ალექსანდერ ჩეფერინის „უეფას“ (UEFA) პრეზიდენტად კიდევ ერთი ვადით არჩევა მიულოცა.

51 წლის ჩეფერინმა, წინა არჩევნების მსგავსად, მხარდაჭერა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგანაც მიიღო.

„უეფას“ პრეზიდენტი კვლავ ალექსანდრ ჩეფერინი იქნება. ვულოცავ მას ამ გამარჯვებას და ევროპის მმართველი საფეხბურთო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ნაყოფიერ მეორე ვადას ვუსურვებ. 43-ე საარჩევნო ყრილობაზე ის იყო ერთადერთი კანდიდატი, რომელმაც გასული არჩევნების მსგავსად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერა წელსაც მიიღო“, – წერს ლევან კობიაშვილი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თავკაცი იმედოვნებს, რომ უეფას პრეზიდენტი საქართველოს ფეხბურთს კვლავ გვერდში დაუდგება – „ჩეფერინიმ დღევანდელ კონგრესზე გაგვაცნო, მას წინ დიდი გეგმები და კიდევ უფრო დიდი გამოწვევები აქვს. ვუსურვებ, რომ წარმატებით განაგრძოს დაწყებული საქმე, რომელსაც თავის გუნდთან ერთად 2016 წლიდან ახორციელებს და ვიმედოვნებ, რომ მისი მუშაობა ნაყოფიერი იქნება ჩვენთვის და ყველა იმ სუბიექტისთვის, რომელიც ევროპის მასშტაბით, ფეხბურთის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ანხორციელებს“.

სლოვენიელი ალექსანდრ ჩეფერინი „უეფას“ პრეზიდენტის თანამდებობას 2016 წლის სექტემბერში აირჩიეს. რომში გამართულ „უეფას“ 43-ე საარჩევნო კონგრესზე, ის ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატი იყო და პოსტს კიდევ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშიც დაიკავებს