კობიაშვილი „ჰერტაში“ ითამაშებს
კობიაშვილი „ჰერტაში“ ითამაშებს

ლევან კობიაშვილი ბერლინში, ლეგენდათა ტრადიციული ტურნირზე (AOK TRADITIONSMASTERS) ითამაშებს – ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გერმანული გუნდის სახელით იასპარეზებს.

ბერლინის „მაქს შმელინგ ჰალლში“ გასამართ ტრადიციულ ტურნირზე თბილისის „დინამოც“ მიიწვიეს, რომლის მეტოქეც „დორტმუნდი“, „ლევერკუზენი“ და „შალკე“ იქნებიან.

ლევან კობიაშვილი კი ტურნირის ოფიციალური გვერდის ცნობით, მისი ყოფილი კლუბის, ბერლინის „ჰერტას“ შემადგენლობაში იქნება, რომელიც B ჯგუფში „იუნიონს“, „ტენის ბორუსიას“ და ბრემენის „ვერდერს“ დაუპირისპირდება.

საქართელოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი „ჰერტაში“ 2010–2014 წლებში გამოდიოდა (101 მატჩი, 7 გოლი), კლუბის კაპიტანი გახლდათ და კარიერაც ბერლინურ კლუბში დაასრულა.

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ლეგენდათა ტრადიციული ტურნირზე მონაწილეობას თბილისის „დინამოს“ ვეტერანთა გუნდიც მიიღებს, რომელიც 8 გუნდიდან ერთადერთი არაგერმანული მონაწილეა. ტურნირი 11-12 იანვარს გაიმართება.