კობიაშვილი ფოთელებს საფეხბურთო სკოლის განახლებას დაპირდა
კობიაშვილი ფოთელებს საფეხბურთო სკოლის განახლებას დაპირდა

ლევან კობიაშვილი დღეს, ფოთის საფეხბურთო სკოლის სტადიონს სტუმრობდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პარლამენტის ფოთელ დეპუტატს, ირაკლი ხახუბიას და ქალაქ ფოთის მერ გოჩა კურდღელიას შეხვდა.

სფფ-ს თავკაცმა ფოთელ პარლამენტართან და მერთან ერთად სკოლის მოედნის განახლება დაგეგმეს, რადგან დღეს არსებული პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს, რადგან დღეს არსებული პირობები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. მოუგვარებელი ინფრასტრუქტურის გამო,  კი წლებია, ბავშვები გაუსაძლის პირობებში ვარჯიშობენ.

ლევან კობიაშვილი მწვრთნელებსა და დამწყებ ფეხბურთელებს გაესაუბრა და დაპირდა, რომ ფეხბურთის ფედერაცია უახლოეს მომავალში უზრუნველყოფს სტადიონზე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს და მოედნის ახალი საფარის დაგებას. ფოთის „კოლხეთი 1913“-ის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, სკოლის ინფრასტრუქტურის განახლება უახლოეს პერიოდში დაიწყება.