კობიაშვილი და „ჰერტა“ მასტერსის ნახევარფინალს მიუახლოვდნენ
კობიაშვილი და „ჰერტა“ მასტერსის ნახევარფინალს მიუახლოვდნენ

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ლევან კობიაშვილმა და მისმა გუნდმა ზამთრის ტრადიციული მასტერსი წარმატებით დაიწყეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი თავის ყოფილ კლუბში, ბერლინის „ჰერტაში” მიიწვიეს, რომელიც ტურნირზე „ბ“ ჯგუფში გამოდის.

პირველი შეხვედრა ქართველის გუნდმა პრინციპულ მეტოქესთან, თანაქალაქელ „უნიონთან“ შეხვედრით გახსნა და 5:2 მოიგო. მეორე შეხვედრაშიც „ჰერტა“ საუკეთესოდ გამოიყურებოდა,  „ტენის ბორუსია“ 6:0 დაამარცხა და ფაქტობრივად, ნახევარფინალშია გასული.

შეგახსენებთ, რომ ბერლინის ლეგენდების ტურნირის „ა“ ჯგუფში თბილისის „დინამოს“ ვეტერანთა გუნდიც მონაწილეობს, რომელმაც პირველ დღეს მოიგო ლევერკუზენის „ბაიერთან” (4:2), დორტმუნდის „ბორუსიასთან“ კი დამარცხდა (2:3). თბილისელები ჯგუფში მეორე ადგილზე არიან და ნახევარფინალში სათამაშოდ 12 იანვარს „შალკესთან” მოგება სჭირდებათ.