კობი შაკზე - „მას რომ უკეთ ევარჯიშა, მსოფლიოში საუკეთესო იქნებოდა“ (ვიდეო)

კობი ბრაიანტისა და შაკილ ონილის დუეტი ყველას კარგად ახსოვს. ეს ორი კალათბურთელი 2000 წელს ყველაზე დომინანტურ წყვილად ჩამოყალიბდა. ერთად მათ სამჯერ ზედიზედ შეძლეს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.

რამდენიმე დღის წინ „ლეიკერსის“ ლეგენდა კობი ბრაიანტმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში საკუთარ კარიერაზე და შაკთან გატარებულ წლებზე ისაუბრა. „მამბას“ თქმით, ონილს დისციპლინაში პრობლემები რომ არ ჰქონოდა, ის უდავოდ პლანეტის საუკეთესო კალათბურთელი იქნებოდა.