კობი მილანშიც დააფასეს
კობი მილანშიც დააფასეს

გუშინ საფეხბურთო კლუბი „მილანი“ იტალიის თასის მეოთხედფინალში „ტორინოს“ დაუპირისპირდა. „სან სიროზე“ შეკრებილმა გულშემატკივარმა ტრაგიკულად დაღუპულ კალათბურთის ლეგენდას პატივი მიაგო. შეხვედრის დაწყებამდე კუთხურის ალამთან კობის მაისური, ყვავილები და „ლეიკერსის“ ბურთი ელაგა.

ამასთან ერთად „ჯუზეპე მეაცას“ ეკრანზე კობი ბრაიანტის ფოტოების კოლაჟი გადიოდა, თავად „მილანის“ ფეხბურთელები კი შეხვედრას შავი სამკლაურებით ატარებდნენ.

შეხვედრა საბოლოოდ „მილანის“ გამარჯვებით, 4-2 დასრულდა.

დატოვე კომენტარი