კობი და მისი ქალიშვილი კატასტროფამდე ეკლესიაში იყვნენ

16:03, 29.01.2020

კატასტროფამდე რამდენიმე საათით ადრე კობი ბრაიანტი და მისი ქალიშვილი ჯანა ეკლესიაში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ეკლესიის მოძღვარი მამა სტივ სალოტი აცხადებს, რომ კობი Lady Queen of Angels Catholic Church-ში დაახლოებით დილის 7 საათზე იმყოფებოდა. მამაოს თქმით ბრაიანტმა აფრენის წინ ილოცა.

„ჩვენ ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს, მე დავინახე რომ ის ლოცულობდა“- აღნიშნა ტელეკომპანია CNN-თან საუბრისას მამაომ.

ცნობილი ფაქტია, რომ ბრაიანტი მორწმუნე ადამიანი იყო და ხშირად სტუმრობდა ეკლესიას.

მსგავსი