კობი ბრაიანტის უკანასკნელი სეზონის ყველა დეტალი გადაღებულია
კობი ბრაიანტის უკანასკნელი სეზონის ყველა დეტალი გადაღებულია

ლეგენდარულ კალათბურთელ კობი ბრაიანტზე, რომელიც იანვარში ავიაკატასტროფაში დაიღუპა, მომავალში დოკუმენტური ფილმი გამოვა.

როგორც ცნობილი ხდება, „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ კალათბურთელის უკანასკნელი სეზონი დეტალურად არის გადაღებული. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მოხერხდება დოკუმენტური ფილმის დასრულება, თუმცა ფაქტია, რომ ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება.