კობი ბრაიანტის მეუღლის პირველი პოსტი „ინსტაგრამზე“ ქმრისა და შვილის დაღუპვის შემდეგ
12:42, 30.01.2020
„მე და ჩემს გოგოებს გვინდა, მადლობა გადავუხადოთ მილიონობით ადამიანს, რომლებიც ამ მძიმე წუთებში გვერდით გვედგნენ და მხარს გვიჭერდნენ. დიდი მადლობა ყველას, ვინც ლოცულობდით ჩვენთვის. ეს ნამდვილად გვჭირდება. შოკირებული ვართ ჩემი ძვირფასი მეუღლის, საუკეთესო მამისა და ჩემი ულამაზესი ქალიშვილის, ჯიანას დაღუპვის გამო.
ასევე ძალიან ვწუხვართ იმ ოჯახების გამო, რომლებმაც ავიაკატასტროფის დროს საყვარელი ადამიანები დაკარგეს.
წარმოუდგენელია, სიტყვებით გადმოგცეთ ის ტკივილი, რომელსაც ახლა განვიცდით. თავს იმით ვიმშვიდებ, რომ დარწმუნებული ვარ, ჯიჯისა და კობის ერთმანეთი უზომოდ უყვარდათ. ძალიან მადლობელი ვართ, რომ ჩვენს ცხოვრებაში არსებობდნენ ისინი. დარწმუნებული ვარ, ისინი მუდამ ჩვენ გვერდით იქნებიან.
წარმოუდგენელია მათ გარეშე ცხოვრება, მაგრამ ყოველ დილით ვიღვიძებთ იმ განწყობით, რომ ჩვენი პატარა ჯიჯი და კობი გზას გაგვინათებენ. მათდამი ჩვენი სიყვარული უსასრულოა და განუზომელი. ძალიან მინდა, მათთან ჩახუტება და კოცნა შემეძლოს, გვერდით მყავდნენ სამუდამოდ.
მადლობა, რომ ხართ ჩვენ გვერდით, რადგან ეს მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება, რათა ახალ რეალობას შევეგუოთ“.
ფონდმა Mamba Sports Foundation დააარსა MambaOnThree ფონდი, რომელიც ამ ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება. ფონდში დონაციისთვის შეგიძლიათ, ესტუმროთ ვებგვერდს MambaOnThree.org.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენი ლოცვისა და იმ სიყვარულისთვის, რასაც ავლენთ კობის, ჯიჯის, ნატალიას, ბიანკას, კაპრისა და ჩემ მიმართ“, – წერს ვანესა ბრაიანტი „ინსტაგრამზე“.