კობი ბრაიანტის მეუღლე უჩივის კომპანიას, რომლის ვერტმფრენშიც მისი ქმარი და შვილი დაიღუპნენ

14:13, 25.02.2020

ლეგენდარული კალათბურთელის კობი ბრაიანტის მეუღლე კომპანია Island Express Helicopters -ს უჩივის, რომლის ვერტმფრენმაც ავიაკატსროფა განიცადა და კალათბურთელი 13 წლის შვილთან ერთად იმსხვერპლა, – იუწყება Los Angeles Times.

გამოცემის ინფორმაციით, სასამრთლოში შეტანილ სარჩელში ადვოკატები ვერტმფრენის გარდაცვლილი პილოტის ბრალეულობასაც აღნიშნავენ, თუმცა მთავარ პასუხისმგებლობას კომპანიას აკისრებენ.

რა რაოდენობის თანხის გადახდა მოუწევს ვერტმფრენების კომპანიას, ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი