კობი ბრაიანტის დაღუპვის საქმეში ახალი გარემოებები გამოჩნდა
of the Los Angeles Lakers of the Utah Jazz in Game Two of the Western Conference Quarterfinals during the 2009 NBA Playoffs at Staples Center on April 21, 2009 in Los Angeles, California. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and or using this photograph, User is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement.
კომპანია Island Express Helicopters-მა, რომელიც იმ ვერტმფრენის მფლობელი იყო, რომლის ჩამოვარდნისას ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი დაიღუპა, სასამართლოში სარჩელი შეიტანა ორი ავიადისპეჩერის წინააღმდეგ.
სარჩელში კომპანია ამტკიცებს, რომ ვერტმფრენის პილოტი უკავშირდებოდა დისპეჩერს და დახმარებას ითხოვდა რადარის მეშვეობით. მაგრამ თხოვნა უგულვებელყოფილ იქნა. დისპეჩერმა განაცხადა, რომ უახლოეს დროში დაკარგავდა კავშირს ვერტმფრენთან და ის გაქრებოდა რადარიდან.
ვერტმფრენის მფლობელ კომპანიაში მიაჩნიათ, რომ უარი გაუმართლებელი და უკანონო იყო, რადგან კონტაქტი რადართან არ დაკარგულა.
ასევე სარჩელში წერია, რომ კონტაქტიდან ცოტა ხანში ავიადისპეჩერები შეიცვალნენ და პირველმა დისპეჩერმა არ შეატყობინა მეორეს, რომ მომსახურების ზონაში ვერტმფრენი მოძრაობდა. მალე პილოტმა გადაწყვიტა ღრუბლებისა და ნისლის ზემოთ ასულიყო და მთას შეეჯახა.
სარჩელის ავტორები ამტკიცებენ, რომ დისპეჩერებმა მრავალრიცხოვანი შეცდომები დაუშვეს, რამაც ხელი შეუწყო ტრაგედიას. ავიაკატასტროფაში დაიღუპა ბრაიანტი, მისი 13 წლის ქალიშვილი და კიდევ შვიდი ადამიანი.