კობი ბრაიანტის დაღუპვის ამბავს დონალდ ტრამპი ეხმაურება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის დაღუპვის ამბავს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა.
„ვრცელდება ინფორმაცია, რომ დიდებული კალათბურთელი კობი ბრაიანტი და კიდევ სამი ადამიანი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ. საშინელი ამბავია!“ – დაწერა ტრამპმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
Reports are that basketball great Kobe Bryant and three others have been killed in a helicopter crash in California. That is terrible news!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) January 26, 2020
შეგახსენებთ, რომ დღეს, ლოს-ანჯელესის მახლობლად, კატასტროფა განიცადა ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის პირადმა შვეულმფრენმა, რომელშიც თავად სპორტსმენის გარდა კიდევ ოთხი ადამიანი იმყოფებოდა.
შემთხვევის შედეგად ხუთივე მგზავრი დაიღუპა.