კობი ბრაიანტი ოსკარების დაჯილდოებაზეც დააფასეს (ვიდეო)
კობი ბრაიანტი ოსკარების დაჯილდოებაზეც დააფასეს (ვიდეო)

ჰოლივუდში ოსკარების რიგით 92-ე ცერემონია გაიმართა, სადაც ტრაგიკულად დაღუპული ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

ცნობილი რეჟისორი სპაიკ ლი წითელ ხალიჩაზე „ლეიკერსის“ კოსტუმით გამოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ კობი ბრაიანტმა ოსკარი 2018 წელს მიიღო, მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმისთვის „ძვირფასო კალათბურთო“. მეთიუ ჩერიმ, რომელმაც წელს საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმისთვის მოიგო ოსკარი, ჯილდოს მიღებისას შემდეგი სიტყვები თქვა – „იმედია, ყველას გვექნება ცხოვრებაში ისეთი მეორე აქტი, როგორიც კობის ჰქონდა“.

დატოვე კომენტარი