კობი ბრაიანტი - ძალიან გავბრაზდი, ტიტულებით ჯორდანს რომ ვერ დავეწიე
კობი ბრაიანტი - ძალიან გავბრაზდი, ტიტულებით ჯორდანს რომ ვერ დავეწიე

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ლეგენდამ კობი ბრაიანტმა აღიარა, რომ ძალიან გაბრაზებული იყო, როცა ვერ შეძლო ტიტულების რაოდენობით „ჩიკაგო ბულზის” ლეგენდასთან მაიკლ ჯორდანთან გათანაბრება.

„განრისხებული ვიყავი იმის გამო, რომ ვერ დავეწიე ჯორდანს საჩემპიონო ბეჭდების რაოდენობით. როცა ჩემი კარიერა იწყებოდა, რვა ჩემპიონობის მოგებას ვგეგმავდი”, – განაცხადა ბრაიანტმა.

შეგახსენებთ, რომ კობიმ 20 სეზონი ჩაატარა „ლეიკერსში” და კალიფორნიულ გუნდთან ერთად ხუთჯერ გახდა ჩემპიონი – 2000, 2001, 2002, 2009 და 2010 წლებში.

მაიკლ ჯორდანმა ექვსი საჩემპიონო ბეჭდით დაასრულა კარიერა – 1991, 1992, 1993, 1996, 1997 და 1998.